—

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში არავინ არის ომის მომხრე, მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი

15
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში არავინ არის ომის მომხრე, მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი
მოსასმენად დააჭირეთ

ამასთან, პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.​

„მგონია, რომ არ შეიძლება, ლაპარაკი იყოს რაღაც „ომის პარტიაზე“ საქართველოში. ჩემთვის ეს არ არსებობს. არავინ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ასევე არ შეიძლება, ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზედაც არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი, არავის როლი არ არის, შევქმნათ ჩვენ გარეთ ეჭვები ქვეყნის მიმართ, რამეთუ ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კონგრესმენებთან გამართული შეხვედრების თემა არ ყოფილა.

„არ იყო განხილვის თემა. ჩემი პოზიცია იცით ამ საკითხზე და არ გავიმეორებ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია“. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საკუთარი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →