—

პრეზიდენტი ელჩის გაწვევაზე - ვფიქრობ, ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს

11
პრეზიდენტი ელჩის გაწვევაზე - ვფიქრობ, ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევას „გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign policy-სთან…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევას „გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign policy-სთან ინტერვიუში ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ისაუბრა.

,,მე ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რომლებიც შიდა ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რას გულისხმობდა ამაში, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა:

„კარგი, მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები... მაგრამ ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დროს ჩვენ რაც შეიძლება მჭირდრო ურთიერთიერთობა გვჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის.

არის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, [საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან და ოდესის გუბერნატორთან] სააკაშვილთან დაახლოებული, რომელიც უკრაინაში იყო და იქ, თავისი მეგობრები ჰყავს და ის ცდილობს, საქართველოსა და უკრაინას შორის ძაფების გაბმას, რაც არ მგონია ნამდვილად შესაფერისი მომენტი იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →