—

სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის შეწყალება მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს - არის სხვა საკითხი, თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული

16
სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის შეწყალება მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს - არის სხვა საკითხი, თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში…

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: ადრეც თქვით, რომ არ განიხილავდით სააკაშვილის შეწყალებას, მაგრამ, პირველ რიგში, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი ნაბიჯი იყო? რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან უცნაური კითხვაა“.

,,მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია.

როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა, იმ გზავნილით, რასაც სააკაშვილის დაპატიმრება მსოფლიოს უგზავნის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის საკითხი დღეს მნიშვნელოვანი არ არის.

,,არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →