—

ნინო ლომჯარია - სააკაშვილის მდგომარეობა არათუ დასტაბილურდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა

20
ნინო ლომჯარია - სააკაშვილის მდგომარეობა არათუ დასტაბილურდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა
მოსასმენად დააჭირეთ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფის შექმნა უბრალოდ მისი ხედვაა და ხელისუფლებაში რომ იყოს, ექიმებს მოიწვევდა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მის რეკომენდაციას უნდა გამოეხმაუროს.

„ეს იყო უბრალოდ ჩემი მხრიდან ხედვა. მე ხელისუფლებაში არ ვარ. მაგრამ, ვინმეს რომ ეკითხა, ხელისუფლებაში რომ ვიყო, როგორ უზრუნველვყოფდი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას პენიტენციურ სისტემაში, მოვიწვევდი ექიმებს, კონსილიუმს და ვკითხავდი, რა სჭირდება მას, რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებდი დარგის ექსპერტებთან ერთად. ეს ჩემი ხედვაა და ხელისუფლება ამ ყველაფერს უნდა გამოეხმაუროს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ჩატარებული მკურნალობა ეფექტიანი არაა და თუ მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილებული არ იქნა, ალბათობაა, რომ ეს არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს.

„დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა არ იყო ეფექტიანი და შედეგიანი. მკურნალობამ არა მხოლოდ შეჩერება უნდა მოახდინოს დაავადების, არამედ განკურნებაც. ჩვენ დავინახეთ, რომ არათუ დასტაბილურდა მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩატარებული მკურნალობა არაა ეფექტიანი და თუ ეს ასე გაგრძელდა და მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილებული არ იქნა, მაღალია ალბათობა, რომ ეს გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ”,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →