—

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

15
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
მოსასმენად დააჭირეთ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პარტიის წევრები და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მისივე განმარტებით, დიპლომატებს მიმართავენ თხოვნით, რომ დაცული იყოს მიხეილ სააკშავილის უფლებები და ამის თაობაზე მონიტორინგი განახორციელოს საერთაშორისო საზოგადოებამ.

„ასევე ცხადია, ვისაუბრებთ მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ჩვენი მიზანია, რომ ამ ფუნდამენტურ დარღვევებს მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსისგან იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ, არ არსებობს ინსტიტუციები ამ ქვეყანაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე, ცხადია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელოვა აქვს ჩვენი დასავლელი მეგობრების აქტიურობას”, - აცხადებს საძაგლიშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სამწუხაროდ, არ არის არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდეს.

“დიპლომატებთან ჩვენი თხოვნა იქნება, რომ მიხეილ სააკშავილის უფლებები დაცული იყოს და ამაზე მონიტორინგი განახორციელოს საერთაშორისო საზოგადოებამ”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დიპლომატებს ხვდებიან: ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და თინა ბოკუჩავა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →