—

ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიცია დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია

20
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოპოზიცია დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, პოლიტიკურ სისტემას განვითარება არ უწერია
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ს კვლევას უტარებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს…

ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ს კვლევას უტარებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, ენდობა თუ არა ის IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.

კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით ანალიზის გაკეთებისას მმართველი პარტია თავის მონაცემებს ეყრდნობა.

„ოპოზიცია ყველა მიმართულებით რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას ყველა ხედავს. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერია მოსახლეობის 50%. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას სათანადო განვითარება არ უწერია. „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →