—

ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

21
ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გულთბილი მიღებისა და გამართული შეხვედრებისთვის.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანა და გამოითქვა მზაობა გააქტიურდეს შემდგომი მუშაობა ამ კავშირების კიდევ უფრო განსავითარებლად.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს და აზერბაიჯანის როლზე რეგიონის ენერგო დამოუკიდებლობისა და ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ალტერნატიული სარტანზიტო მარშუტების განვითარების კუთხით, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ჩართულობით არსებული პროექტების წარმატებულ მიმდინარეობას.

მხარეები შეთანხმდნენ სამთავრობოთაშორისო კავშირების შემდგომ გააქტიურებაზე სხვადასხვა სფეროში საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების მიზნით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →