—

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს

23
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით მივმართო და განვუმარტო - მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისთვის…

მინდა ჩვენს ხალხს სრული პასუხისმგებლობით მივმართო და განვუმარტო - მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისთვის - რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს.

„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, მას შემდეგ დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვთ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე, ახლა უკვე ხორბალზე, ამას დაემატა პირდაპირი დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვაში და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა - როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ქვეყანას ომი და შედეგად ქვეყანა დაინგრა. დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მანამდე, მან ასევე განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →