—

ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილს აეკრძალა ამანათის სახით საკვების მიღება - გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს

13
ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილს აეკრძალა ამანათის სახით საკვების მიღება - გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს, - ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ყოფილ პრეზიდენტს შეხვდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ 3 სახის საკვების მიღება შეეძლო, რომელიც ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ადმინისტრაციამ ეს აკრძალა, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული, ყოველი მომდევნო დღე იქნება კიდევ უფრო კრიტიკული იმიტომ, რომ სამედიცინო დახმარება მას არ ეწევა.

ასევე, თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს კვების პრობლემა შიმშილობის შემდეგ, ჩვეულებრივად ვერ იკვებება, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე სახის საკვებს იღებს. ეს არის სამი სახის საკვები. მათ შორის არის ერთი ყველი, რომელსაც მუდმივად ვახერხებთ ხოლმე რომ მოვუტანოთ შეხვედრის დროს. ეს საკვები მას მიეწოდება სამი წყაროს მეშვეობით, მათ შორის ჩემი გზით და როდესაც მოვიტანეთ ეს კონკრეტული საკვები არ მიიღეს და მე ჩავთვალე, რომ რაღაც ტექნიკური პრობლემა იყო. როდესაც შევედი შიგნით, აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციას გაცხადებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მას აეკრძალა საკვების ამანათის სახით მიღება იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ, რაც ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →