—

რუსეთი ტონა ხორბალზე 70 დოლარს კარგავს

25
რუსეთი ტონა ხორბალზე 70 დოლარს კარგავს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთი მიწოდებაში არსებული რისკების გამო ერთი ტონა ხორბლის უცხოეთში გაგზავნაში 70 დოლარს კარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მარცვლეულის კავშირის ხელმძღვანელი არკადი ზლოჩევსკი აცხადებს.

„ლოგისტიკასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. ფრახტი ძალიან გაძვირდა, ძალიან გაძვირდა ამ გადაზიდვის დაზღვევა. ყველა ეს ფაქტორი კი იწვევს ჩვენი რესურსებისადმი რისკების კონცენტრირებას. ეს ყველაფერი კი აისახა ფასის ფორმირებაზეც. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი დისკონტი, რომელიც ოდესმე გვქონია ევროპულ და ამერიკულ ფასებთან შედარებით“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთი იპყრობდა მსოფლიო მარცვლეულის ბაზარს, დისკონტი იყო 10 დან 20 დოლარამდე ტონაზე, ახლა კი 70 დოლარს აღწევს. „ეს ასტრონომიული რიცხვია და ეს ის ფულია, რომელსაც რუსეთი კარგავს რისკების კონცენტრაციის გამო. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ხორბალზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არის, მყიდველები მასზე ყველაზე ბოლოს ორიენტირდებიან და ჯერ კონკურენტებთან ეძებენ“, - განაცხადა მან.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →