—

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში და საელჩოს თანამშრომლები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს ვიზიტით ეწვივნენ

45
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში და საელჩოს თანამშრომლები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს ვიზიტით ეწვივნენ
მოსასმენად დააჭირეთ

23-24 აპრილს საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს ვიზიტით ეწვივნენ.

გაიმართა ზურაბ პატარაძის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექელიევთან, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დაათვალიერა „ჰეიდარ ალიევის ფონდის“ მიერ აშენებული, კახის რაიონის კულტურის ახალი სახლი, გაესაუბრა იქ დასაქმებულ, ქართველი ეროვნების თანამშრომლებსა და ანსამბლის „შვიდკაცას“ ხელმძღვანელობას.

23 აპრილს გაიმართა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებსა და ჩვენს თანამემამულეებს შორის, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საკონსულო საკითხებში. ასევე, მათ მიეწოდა ინფორმაცია, კოვიდრეგულაციების გამო, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, საელჩოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ქმედებების შესახებ - თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს ინიციატივით, განხორციელდა მორიგი ჰუმანიტარული აქცია და მოსახლეობას საკვები პროდუქტების ამანათები გადაეცა.

23 აპრილს ელჩი ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაესწრნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →