—

ბადრი ჯაფარიძე - თუ დამოუკიდებელი ექიმების აზრია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მას ვერ გაეწევა სათანადო სამედიცინო მომსახურება საქართველოში, მაშინ ეს მომსახურება უნდა გაეწიოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ

17
ბადრი ჯაფარიძე - თუ დამოუკიდებელი ექიმების აზრია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მას ვერ გაეწევა სათანადო სამედიცინო მომსახურება საქართველოში, მაშინ ეს მომსახურება უნდა გაეწიოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ
მოსასმენად დააჭირეთ

თუკი დამოუკიდებელი ექიმების, კონსილიუმის აზრია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა ახლა, რომ მას ვერ გაეწევა სათანადო სამედიცინო მომსახურება საქართველოში, მაშინ ეს მომსახურება მას უნდა გაეწიოს საქართველოს…

თუკი დამოუკიდებელი ექიმების, კონსილიუმის აზრია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა ახლა, რომ მას ვერ გაეწევა სათანადო სამედიცინო მომსახურება საქართველოში, მაშინ ეს მომსახურება მას უნდა გაეწიოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე დაემუქრება, მაშინ ეს ქვეყანას დამატებით რისკებს შეუქმნის.

„თუკი ჩვენ გვექნება დამოუკიდებელი ექსპერტების, დამოუკიდებელი მედიკოსების დასკვნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამ მდგომარეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება საქართველოში შეუძლებელია, რომ მას გაეწიოს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს სამედიცინო მომსახურება მას უნდა გაეწიოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ლოგიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში არის დიდი რისკი, რომ მის სიცოცხლეს შეექმნას დიდი საფრთხე, რაც ქვეყანას შეუქმნის დამატებით რისკებს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →