—

სალომე ზურაბიშვილი - ბატონო მაკრონ, თქვენთან ერთად იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველები და უკრაინელები

25
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო მაკრონ, თქვენთან ერთად იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველები და უკრაინელები
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურში წინასწარი მონაცემების მიხედვით გამარჯვება მიულოცა.

ზურაბიშვილის თქმით, მაკრონის გამარჯვებით ევროპა, მათ შორის, საქართველო და უკრაინა იმარჯვებენ.

„გილოცავთ ბატონო მაკრონ, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!“ - წერს ზურაბიშვილი.

მაკრონს გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებიც ულოცავენ, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →