—

თენგიზ ცერცვაძე - ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ

244
თენგიზ ცერცვაძე - ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ
მოსასმენად დააჭირეთ

ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ…

ერთნიშნა რიცხვი ან 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამკაცრება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ საქართველოში დაფიქსირდა ის, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ჩვენს სამეზობლოში ხდება.

„ჯერჯერობით გამკაცრების საჭიროება იმ თვალსაზრისით, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და რიგი შეზღუდვები დაწესდეს, არ არის. ერთნიშნა რიცხვი, ან თუნდაც 20-მდე შემთხვევა იქნება და ამას უნდა შევეგუოთ. თუ დაფიქსირდა რაღაც იმის მსგავსი, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ან შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს მეზობლად; თუ დავინახეთ, რომ ასეთი რაღაცის რისკია ჩვენთან, მაშინ უნდა გამკაცრდეს ზომები. დღეს რა სიტუაციაც არის, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება საჭირო არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა არსებული წესები დავიცვათ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →