—

ლუდმილა დენისოვა - მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე!

10
ლუდმილა დენისოვა - მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, მოახდინოს რეაგირება უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე!
მოსასმენად დააჭირეთ

შეშფოთებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა…

შეშფოთებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან, გასული წლის დეკემბრიდან, დამოუკიდებელ ექიმებს არ უშვებენ.

„რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მიხეილი იმყოფება, დამოუკიდებელ ექიმებს გასული წლის დეკემბრიდან არ უშვებენ. ეს მიუთითებს სათანადო მკურნალობის არ არსებობაზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე შეკრებილი მედიკოსთა კონსორციუმის მიერ, რაც წამების ტოლფასია,“ - წერს დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი - კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და უკრაინის გმირი ხალხის დახმარება. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე,“ - წერს დენისოვა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →