—

ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის - მეუფე ნიკოლოზი

10
ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის - მეუფე ნიკოლოზი
მოსასმენად დააჭირეთ

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლოცულობენ მისი ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ალბათ…

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლოცულობენ მისი ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ალბათ მომავალშიც მოინახულებს.

"ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის. მე მოსანახულებლად ხშირად მივდივარ ხოლმე მასთან, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ნამდვილად... ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ მისი ჯანმრთელობისთვის, მე ეს შემიძლია ვთქვა. ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ პოლიტიკური განცხადებები, არც აზრი აქვს, არც სწორია, თქვენც ნახეთ და მეც ვნახე, რომ არ გრძნობს თავს კარგად, მოვინახულებ ალბათ კიდევ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მედიკოსები და სპეციალისტები, ასევე, ადვოკატები და ოჯახი ამბობს, რომ მისი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადაყვანაა საჭირო.

(Mtavari Arxi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →