—

ვლადიმერ პუტინი - ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს დაგვემუქროს

44
ვლადიმერ პუტინი - ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს დაგვემუქროს
მოსასმენად დააჭირეთ

ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს - ამის…

ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ,,სარმატი" გამოცდის შემდეგ განაცხადა.

„გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ წარმატებით გაშვებას. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა პუტინმა.

მედიის ინფორმაციით, „სარმატს“ დასავლელმა ანალიტიკოსებმა „სატანა 2“ უწოდეს და ის რუსეთის შემდეგი თაობის რაკეტებს შორისაა, რომელსაც პუტინმა "უძლეველი" უწოდა. იგი საბჭოთა ეპოქის Voevoda ICBM-ის ჩასანაცვლებლადაა შექმნილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე ჩატარდა.

„სარმატი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა სამიზნეების განადგურების ყველაზე დიდი დიაპაზონით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო ძალას“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →