—

ფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დებატები მიმდინარეობს

21
ფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დებატები მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებაზე დებატები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანაში სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ…

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებაზე დებატები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანაში სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ფინელი კანონმდებლები მთავრობის ანგარიშს განიხილავენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გარეშე ფინეთი არ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის ალიანსის პარტნიორია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შემაკავებელი ეფექტი“ ფინეთის თავდაცვაზე „საგრძნობლად მეტი“ იქნება, თუ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება.

ფინური მედიის ცნობით, ფინეთის 200 დეპუტატის დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და მხოლოდ 12 მათგანია წინააღმდეგი.

ფინეთის პრემიერ - მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე კვირაში" გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა განაცხადი წევრობისთვის.

ცნობისთვის, შვედეთი ასევე განიხილავს, წარადგინოს თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის განაცხადი.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →