—

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს

27
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს
მოსასმენად დააჭირეთ

ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა CNN-ისთვის…

ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც ერმაკმა აღნიშნა, ახლა მსოფლიოში არათუ არ მუშაობს, არც არსებობს არავითარი გარანტიები და უსაფრთხოების სისტემები.

ანდრეი ერმაკის თქმით, ახლა უკრაინა თავის პარტნიორებთან ერთად, კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან და თურქეთთან ერთად დიალოგს მართავს უსაფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის შექმნის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინელი ხალხის გმირული ომის ფონზე ჩვენ გვაქვს აბსოლუტური უფლება გავხდეთ არა მხოლოდ ამ ახალი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, არამედ ვიყოთ მის ცენტრში, ვიყოთ ამ ახალი სისტემის ერთ-ერთი ლიდერი“,- განაცხადა ერმაკმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →