—

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ახალი პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც 13 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მომდევნო 3-4 წელიწადში გადაეცემა

32
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ახალი პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც 13 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მომდევნო 3-4 წელიწადში გადაეცემა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილი მოსახლეობისთვის ახალი პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც 13 ათასამდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მომდევნო 3-4 წელიწადში გადაეცემა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მათგან ნაწილს საცხოვრებელი “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში გადაეცემა, ნაწილი დევნილი მოსახლეობისთვის კი ახალი სტანდარტების კორპუსები აშენდება.

„იმის მიუხედავად, რომ ათასობით დევნილს დავუკანონეთ და გადავეცით სახლები, გამოწვევა დიდია. ათასობით დევნილს ბინა ჯერ კიდევ არ აქვს, ამიტომ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ - 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მომდევნო 3-4 წელიწადში მიიღებს ბინას - ნაწილს დაუკანონდება, ხოლო დაახლოებით 6 ათას ოჯახს გადაეცემა “სოფლად სახლის” ფარგლებში სახლები. 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის ახალი სტანდარტების კორპუსები აშენდება და მაგ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით. ქუთაისში სრულდება წელს 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ. გაზაფხულზე კი ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 3-4 წელიწადში დასრულდეს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →