—

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებს

28
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებს
მოსასმენად დააჭირეთ

იმუნიზაციის საბჭოზე კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

იმუნიზაციის საბჭოზე კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გააჟღერებენ. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მალე გაიმართება, სადაც განისაზღვრება, თუ ვინ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის მეოთხე დოზა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული ანალიზი გააკეთა მეოთხე დოზასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ მალე შედგება იმუნიზაციის საბჭო. ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია ვის, როგორ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეოთხე დოზა, ანუ მეორე „ბუსტერი“. ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გავაჟღერებთ“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →