—

რუსთავში ქალმა ყოფილ ქმარს ბენზინი გადაასხა

21
რუსთავში ქალმა ყოფილ ქმარს ბენზინი გადაასხა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმარს ბენზინი გადაასხა.

ინფორმაციით 40 წლამდე ქალმა XII მიკრორაიონში ბენზინი შეიძინა და ყოფილ ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა. ყოფილმა ცოლმა მამაკაცს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა, ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ ბენზინი გადაასხა. იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას ცდილობდა და ცეცხლის წაკიდებას, კაცმა გაქცევა მოახერხა.

ქალმა, მას მერე რაც ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.

მამაკაცმა კი ადგილიდან მიმალვის შემდეგ 112-ში დარეკა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

შემთხვევა დღის საათებში მოხდა, მისამართზე მისულმა სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 157-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირება ადრეც არსებობობდა.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →