—

ვლადიმერ პუტინი - ევროპა ვერ ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობსა და გაზს

35
ვლადიმერ პუტინი - ევროპა ვერ ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობსა და გაზს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპას რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენების გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

მან დასავლეთი ასევე "უკიდურესად მტკივნეული" ეკონომიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუკი ის შეეცდება შეცვალოს ნავთობისა და გაზის მომმარაგებელი.

„ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების გონივრული ჩამნაცვლებელი უბრალოდ არ არსებობს. გლობალურ ბაზარზე არ არის როგორც სათადარიგო მოცულობები, ისე სხვა ქვეყნებიდან მიწოდების შესაძლებლობა. აშშ-დან, შესაძლოა, გაზისა და ნავთობის შეძენა მომხმარებელს ბევრჯერ ძვირი დაუჯდეს“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობდა „პრობლემები რუსული საექსპორტო ენერგომომარაგების გადახდასთან დაკავშირებით“, რადგან „არამეგობრული ქვეყნების“ ბანკები „აყოვნებდნენ თანხის გადაცემას“.

„როგორც არაერთხელ ვთქვით, ყველაზე აქტუალური პრობლემაა საექსპორტო ლოჯისტიკის შეფერხება“, - განაცხადა მან.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →