—

ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” უკრაინაში დელეგაციის ვიზიტისას პროვოკაციას გეგმავს

32
ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” უკრაინაში დელეგაციის ვიზიტისას პროვოკაციას გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და ამიტომ არ შევიდნენ დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და ამიტომ არ შევიდნენ დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში მიემგზავრება.

ვოლსკის თქმით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ეს ინფორმაცია უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს.

“დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა, რაც უკვე გაუზიარეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება”, – ციტირებს ვოლსკის სიტყვებს “ინტერპრესნიუსი”.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში დღეს მიემგზავრება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →