—

სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე საქართველოს სკოლებში უკრაინის 63 და რუსეთის 62 მოქალაქე ჩაირიცხა

23
სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე საქართველოს სკოლებში უკრაინის 63 და რუსეთის 62 მოქალაქე ჩაირიცხა
მოსასმენად დააჭირეთ

2021-2022 სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს სკოლებში, ჯამში, 31 უცხო ქვეყნის 231 მოქალაქე ჩაირიცხა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან“ (EMIS) გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

EMIS-ის ინფორმაციით, 2021-2022 სასაწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, ქართულ სკოლებში ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქე ჩაირიცხა. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის ყველაზე მეტი, 30 მოქალაქე 2022 წლის მარტის თვეშია ჩარიცხული, 18 კი აპრილში. ხოლო რუსეთიდან საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის სურვილი ყველაზე მეტად სექტემბერსა და ოქტომბერში გამოთქვეს.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ ინფორმაციით, ჩარიცხულთა შორის არის უკრაინის 63 მოქალაქე, რუსეთის - 62, აზერბაიჯანის - 24, ბელარუსიის -14, თურქეთის- 7, აშშ-სა და სომხეთის 6-6 მოსწავლე, ირანის, ისრაელის და ყაზახეთის 5-5 მოქალაქე, ჩინეთის და იორდანიის- 4-4; სირიის, ყირგიზეთის, საფრანგეთის, ინდოეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ლატვიის, ტაჯიკეთის - 2-2 მოქალაქე; ერაყის, კანადის, ლიბანის, იაპონიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ბელგიის, თურქმენეთის, ეგვიპტის, უზბეკეთის, გერმანიის - 1-1 მოქალაქე. ასევე ჩარიცხულთა შორის არის ერთი მოქალაქე, რომლის ეროვნებაც უცნობია.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →