—

უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

31
უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა.

როგორც უკრაინული მედია წერს, უმაღლესი რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს სამხედრო დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინაში ახორციელებენ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად შეაფასა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →