—

ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნებისგან" გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ ასეთი ვაჭრობასავით შემოთავაზებები უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება

53
ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნებისგან" გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ ასეთი ვაჭრობასავით შემოთავაზებები უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნებისგან" გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ ასეთი ვაჭრობასავით შემოთავაზებები უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ…

"ქართული ოცნებისგან" გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ ასეთი ვაჭრობასავით შემოთავაზებები უკრაინასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია იყო მყარი.

„ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი, ოპოზიცია წავა ცალკე, უმრავლესობა წავა ცალკე. იყო გარკვეული შემოთავაზებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ ასეთი შემოთავაზებები ვაჭრობასავით, არ შეიძლება უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია იყო მყარი, რომ თავიდანვე დაგეგმილი იყო ოპოზიციის ვიზიტი ერთობლივად, ჩვენ წავალთ ერთად და ალბათ, უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი გაირკვევა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →