—

ილჰამ ალიევი: „ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედდება წელს გათვალისწინებულია"

42
ილჰამ ალიევი: „ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედდება წელს გათვალისწინებულია"
მოსასმენად დააჭირეთ

ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი, სავარაუდოდ, წელს ამოქმედდება.

 InterPress.ge AZERTAC-ზე დაყრდნობით იტყობინებს რომ, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 12 აპრილს, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებზე გამართულ შეხვედრაზე დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

„ბარდა-აღდამის რკინიგზის მშენებლობა წელსაც გრძელდება. სავარაუდოდ მომავალ წელს ამოქმედდება.  ამასთან, რკინიგზა და რკინიგზის სადგურები უნდა აშენდეს აღდამსა და ფიზულიში. პროექტები უნდა იყოს წარმოდგენილი და განხილული შესაბამისი ორგანოების მიერ და უნდა იყოს წარმოდგენილი ჩემთვის. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხია ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. ესეც წელსაა განკუთვნილი. გათავისუფლებულ მიწებს ფიზულის შემდეგ მეორე საერთაშორისო აეროპორტი ექნება. რაც შეეხება ლაჩინის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, ამის გაკეთებას 2024 წელს ვგეგმავთ. სამუშაოს მოცულობა იქ ძალიან დიდია და მთები უნდა აფეთქდეს, ორივე ტერიტორიას კეთილმოწყობა სჭირდება და იქ მართლაც ბევრი მიწის სამუშაოებია. მაგრამ ისიც აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →