—

„ლელომ“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა

30
„ლელომ“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელოს“ გუნდმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის წარმატებულად შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა.

„ლელოს“ გუნდმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის წარმატებულად შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ევროკომისიის კითხვარის შევსებამდე ერთი თვე დარჩა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კითხვარი ევროკავშირთან შეთანხმებით გასაჯაროვდეს და ამასთან, პარლამენტში მოწვეულ იქნას საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად დაგეგმილ სტრატეგიაზე მოხსენებას წარადგენს.

გარდა ამისა, "ლელოს" ხედვით, ევროინტეგრაციის კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს მომავალი ერთი თვის მანძილზე გაწერილი სხდომათა გრაფიკი, რომელზეც შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესში ანგარიშებს.

პარტიის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ", დაუყონებლივ უნდა დაიწყოს 19 აპრილის "მიშელის შეთანხმების" შესრულება და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგია - გზა ევროკავშირისკენ.

"ლელოს" გუნდის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები სასწრაფოდ და სავალდებულოდ არის გადასადგმელი.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →