—

ირაკლი კობახიძე: არის საკითხები, რომელიც ხელს უშლის უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას

28
ირაკლი კობახიძე: არის საკითხები, რომელიც ხელს უშლის უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას
მოსასმენად დააჭირეთ

მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის უკრაინელ კოლეგასთან და ეს გახდება დასაწყისი…

მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის უკრაინელ კოლეგასთან და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომელიც ხელს უშლის უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, და, რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხებზეც იქნება საუბარი.

„ამ ვიზიტის მთავარი მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა, თუმცა, ბუნებრივია, იქნება ძალიან მეგობრული საუბარი ყველა თემაზე. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუ, რომელიც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის კოლეგასთან და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არ არის მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. აქ მოცემულობა შეცვლილია. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება“, - ამბობს კობახიძე.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →