—

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა

36
ალექსანდრე ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა
მოსასმენად დააჭირეთ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბუჩას ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მასალების მიწოდება შეუძლია.

„ყველა ყვირის: უნდა შემოგვეტანა სანქციების მორიგი პაკეტი, ეს ცნობილია. ჩვენ დღეს განვიხილეთ მათი სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ინგლისელებმა. რუს მეგობრებთან ერთად ჩვენ მთლიანად - პირველიდან ბოლო საათამდე გავხსენით დასავლეთის ეს საზიზღარი ამაზრზენი პოზიცია. თუ თქვენ გჭირდებათ მისამართები, პაროლები, გარეგნობა, ავტომობილების ნომრები და მარკა, რომლითაც ჩავიდნენ ბუჩაში, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შეუძლია მოგაწოდოთ ეს მასალა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისვთის, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბუჩადან გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალები, რომლებზეც რუსული სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულია ასახული, „მორიგი პროვოკაციაა“.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →