—

შიდა ფრენების მიმართულებით განრიგში ცვლილებები შედის

28
შიდა ფრენების მიმართულებით განრიგში ცვლილებები შედის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან განხორციელდება.

ცვლილებები ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც შეეხება.

საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით, მცირე ზომის L-410 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს საშუალო ზომის, ემბრაერის ტიპის ხომალდი ასრულებდა, რომელიც ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის. განრიგში ცვლილებები სწორედ ამიტომ შევიდა და საჰაერო ხომალდიც და აეროპორტიც შეიცვალა. თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია-ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ.

მგზავრებს გთხოვთ, ბილეთის შეძენისას ვებ-გვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად ნატახტარი მონიშნეთ.

ცვლილებები მესტიის მიმართულებით ფრენებსაც შეეხება. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →