—

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ

14
მამუკა მდინარაძე: საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ
მოსასმენად დააჭირეთ

საბედნიეროდ მსგავსი მცდელობები წარუმატებლად დასრულდება. საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც kvira.ge-ს მიერ გავრცელებულ…

საბედნიეროდ მსგავსი მცდელობები წარუმატებლად დასრულდება. საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც kvira.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. საუბარია სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში მიემგზავრება, ვიზიტის მიზანი კი - საქართველოს ომში ჩათრევაა.

„საქართველო არ ჩაერთვება იმ გეგმაში, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის მეგობრებს აქვთ. საქართველოში ომი არ იქნება. ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს. ხელისუფლება უფრთხილდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და თითოეულ ადამიანის სიცოცხლეს ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

ღმერთმა დაგვიფაროს რომ ბრძოლა მოგვიწიოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველანი ვიბრძოლებთ და ვერ მიგვასწრებენ ბრძოლაში ის ხალხი, რომელიც თავის დროზე უბნებში ვერ ჩამოდიოდა შიშით საკუთარი კორპუსებიდან და მართლაც, ტვინი ნუ წაიღეს ამ ფსევდოპატრიოტიზმით. ეს ხალხი ნუ გვასწავლის ჩვენ ვაჟკაცობას. თუ ბრძოლა მოგვიწია, ყველა ვიბრძოლებთ, მაგრამ მთავარია არ მოგვიწიოს ომში ჩართვა და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. მარგველაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ჩართონ, მათ ამ ბინძურ გეგმაში საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →