—

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლ-ცენტრში - მინისტრი

33
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლ-ცენტრში - მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 46 ქოლ-ცენტრი ჰყავთ იდენტიფიცირებული. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"უკვე ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლ-ცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას. ამ ქოლ-ცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, დანიშნულია საგადასახადო შემოწმებები და ამ ეტაპზე, როგორც მოგახსენეთ, იდენტიფიცირებულია 46 ქოლ-ცენტრი", - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ მომავალში ამ თემაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც მოხდება. 

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურამ უკვე არაერთი პირი დააკავა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება "რიგით შემსრულებლებს" აკავებს და მთავარი დამკვეთებზე გასვლაა.

(mtavari)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →