—

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - - უკრაინას არაფერი უნდა გამორჩეს, არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის

19
სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - - უკრაინას არაფერი უნდა გამორჩეს, არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა შესაძლებლობით იყოს გაკონტროლებული ყველა ელემენტი, რომელიც მოლაპარაკებებზე შეთანხმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე…

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა შესაძლებლობით იყოს გაკონტროლებული ყველა ელემენტი, რომელიც მოლაპარაკებებზე შეთანხმდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა MSNBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რას ურჩევს უკრაინას საქართველო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის.

„ჩვენ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთთან, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ელემენტები სრულად არ არის დაცული. მაგალითად, გამყოფ ხაზზე არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ამ მისიას უნდა შეეძლოს მოქმედება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა შესაძლებლობით და რესურსით იყოს გაკონტროლებული ყველა ელემენტი, რომელიც შეთანხმდება მოლაპარაკებებზე. არაფერი უნდა გამორჩეთ. არ არსებობს დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის. გარანტიები უნდა იყოს ეფექტური. ადგილზე უნდა იყვნენ ძალები ამ გარანტიისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →