—

EastFruit - რუსეთში ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი შემცირდა და კიდევ უფრო შემცირდება

34
EastFruit  - რუსეთში ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი შემცირდა და კიდევ უფრო შემცირდება
მოსასმენად დააჭირეთ

მარტში საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 0,8 მლნ დოლარის ხილი, თხილი და ბოსტნეული გავიდა, რაც, 2014 წლის ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ანალოგიური თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პორტალი EastFruit მომავალში ექსპორტის კიდევ უფრო…

მარტში საქართველოდან რუსეთში მხოლოდ 0,8 მლნ დოლარის ხილი, თხილი და ბოსტნეული გავიდა, რაც, 2014 წლის ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ანალოგიური თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პორტალი EastFruit მომავალში ექსპორტის კიდევ უფრო დაცემას ვარაუდობს, რასაც უკრაინის ომსა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკავშირებს.

წლიური გაანგარიშებით, რუსეთში ექსპორტი მებაღეობის ყველა ძირითად პროდუქტზე შემცირდა. 2021 წლის მარტთან შედარებით, რუსებმა, დაახლოებით 0,9 მლნ დოლარით ნაკლები ვაშლი, მილიონი დოლარით ნაკლები თხილი და 0,2 მლნ დოლარით ნაკლები კარტოფილი იყიდეს. 4%-ით შემცირდა მწვანილის ექსპორტიც, მაშინ, როცა ამ პროდუქტის ექსპორტის პიკური თვე სწორედ მარტია. ზოგადად, მწვანილი ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტში, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით, საკვანძო პროდუქტია.

EastFruit ხაზს უსვამს, რომ მარტი მთავარი საექსპორტო პერიოდი არ არის და რუსეთში გაცილებით მეტი რაოდენობით პროდუქცია წლის მეორე ნახევარში გადის. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში მოცვის, ატმის, თხილის, ვაშლისა და მანდარინის ექსპორტი იწყება.

Bpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →