—

ალექსეი გონჩარენკო აქციის მონაწილეებს - 33 წლის წინ ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს

30
ალექსეი გონჩარენკო აქციის მონაწილეებს - 33 წლის წინ ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს
მოსასმენად დააჭირეთ

33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც…

33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ მიმართვაში აღნიშნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს აჩვენეს.

ამასთან, როგორც გონჩარენკომ მიმართვაში განაცხადა, უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს და დაამარცხებს ბორტების იმპერიას.

„ქართველო ძმებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის სიტყვით გამოსვლა. 33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით.... გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო. ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელორუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ და დავამარცხებთ ბორტების იმპერიას. ჩვენი თავისუფლებისთვის, Слава Україні, საქართველოს გაუმარჯოს”, - აღნიშნა გონჩარენკომ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →