—

შალვა პაპუაშვილი - მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ, სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში

28
შალვა პაპუაშვილი - მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ, სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს კითხვარს 11…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს კითხვარს 11 აპრილს გადასცემენ.

„მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში ხალისითა და მონდომებით“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე”.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →