—

ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა ვხედავ მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა - ტირილი უკვე აღარ შემიძლია, თუმცა მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია

30
ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა ვხედავ მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა - ტირილი უკვე აღარ შემიძლია, თუმცა მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვლადიმერ პუტინთან, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება. ამის შესახებ უკრაინის…

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვლადიმერ პუტინთან, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ომის შეჩერება. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა გერმანულ გამოცემა „ბილდს“ განუცხადა.

„დღეს უკრაინას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. რუსეთში სხვას არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება, მხოლოდ ის ერთი წყვეტს, ეს ომი როდის დასრულდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინის ქალქებსა და სოფლებში რუსი სამხედროების სიმხეცის შემდეგ, გრძნობს ზიზღს რუსეთისა და რუსი ჯარისკაცებისადმი.

„როდესაც ამ სურათებს ვხედავ ჩემ თვალწინ - მოკლულ ბავშვებს უფეხოდ, უხელოდ, ეს საშინელებაა“, - აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ტირილი უკვე აღარ შეუძლია თუმცა, კი მსხვერპლთან შეგუება შეუძლებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეფასებინა თავისი ორი ფოტო - ომამდე და ბუჩაში ჩასვლის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა: „ეს ორი სხვადასხვა ადამიანია“. მანვე აღნიშნა, რომ ეჭვობს გახდეს ისეთივე, როგორიც ადრე იყო.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →