—

გიორგი გახარია - ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, ვინც 9 აპრილს სიცოცხლე გასწირა

23
გიორგი გახარია - ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, ვინც 9 აპრილს სიცოცხლე გასწირა
მოსასმენად დააჭირეთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, რომლებმაც აქ სიცოცხლე გასწირეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 9…

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, რომლებმაც აქ სიცოცხლე გასწირეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა.

„9 აპრილს, ზუსტად ამ ადგილას, 33 წლის წინ ქართველებმა მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რა არის ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და რაც მთავარია, ღირსების ფასი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება, ერთიანობა და ღირსება. ამის შემდგომ უკვე ათწლეულებია საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ყოველთვის გვიწევს ამ თავისუფლებისა და ღირსების ბრძოლისთვის ფასის გადახდა. ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ გამარჯვება და ღირსება შესაძლებელია მიღწეულ იქნას მხოლოდ ერთიანობით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის და ისე უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ღირსებისთვის, რომ იმ ადამიანების ხსოვნას მივაგოთ პატივი, რომლებმაც აქ სიცოცხლე გასწირეს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ მარტო პრაგმატიზმით სადმე მივალთ, პრაგმატიზმი მიზნის, ღირსების და თავისუფლების გარეშე არსად არ მიგვიყვანს. თუმცა, დღეს, როდესაც მსოფლიო გამოწვევებითაა სავსე და ფაქტობრივად, უფრო მძიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ, გონიერებაა ის, რაც უნდა გვმართებდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ხელისუფლებას, პირველ რიგში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →