—

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ

45
სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ბელარუსი იმ ქვეყნების ჩამონათვალში უნდა იყოს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ „რადიო სპუტნიკზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ სახელმწიფო-გარანტორებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბელარუსის რესპუბლიკა. ახლა ყველა ამ საკითხის, მათ შორის გარანტორი ქვეყნების სრული სიის შეთანხმება მიმდინარეობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ბელარუსი იყოს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, თითქოს უკრაინული მხარე ცდილობს, გარანტორ ქვეყნებს შორის მოხვდეს ყველა სახელმწიფო, რომელთანაც უკრაინას აქვს საზღვარი. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი „არც ისე მარტივად მიმდინარეობს“.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →