—

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა იმარჯვებს ამ ომში

34
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა იმარჯვებს ამ ომში
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, ახლა არის ხარკოვისთვის, დონბასისთვის დიდი ბრძოლა წინ, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა…

უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, ახლა არის ხარკოვისთვის, დონბასისთვის დიდი ბრძოლა წინ, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლენდ -ლიზის“ პროგრამის გამო, რეგიონი ბევრად უფრო დაცული იქნება.

„რაც შეეხება სიტუაციას ჩვენ გარშემო, უკრაინა იმარჯვებს ამ ომში, მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, რაც იყო გადამწყვეტი ბრძოლა და ახლა არის ხარკოვისთვის დიდი ბრძოლა წინ, რომელსაც უკრაინა ასევე მოიგებს. ასევე, დონბასისთვის დიდი ბრძოლა, საიდანაც უკრაინა გამოვა გამარჯვებული. გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატების სენატმა მიიღო „ლენდ-ლიზის“ პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მიიღებს შეუზღუდავი რაოდენობის იარაღს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი იქნება ათასჯერ უფრო დაცული, ეს შეეხება ნორმალურ პირობებში საქართველოსაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →