—

მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს და მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მადლობა გადაუხადა

32
მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს და მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მადლობა გადაუხადა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს და მოსამართლეს სასამართლო პროცესზე მადლობა გადაუხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აღიარებს პროკურატურას და სასამართლოს, თავისი საქმის მოსამართლეს და პროკურორებს კორექტული საქციელისთვის მადლობას უხდის.

„მინდა პროკურორებს ვუთხრა მადლობა ძალიან კორექტული საქციელისთვის და ასევე მოსამართლესაც. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაღიარებ ამ პირობებში არც სასამართლოს და არც პროკურატურას, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გამოადგება მომავალ საქართველოს“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. სხდომაზე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც მან სასამართლო დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →