—

მიხეილ სააკაშვილი - როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება

30
მიხეილ სააკაშვილი - როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება
მოსასმენად დააჭირეთ

როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება - სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს უბედურება გავიარო, რაც გავიარე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა…

როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება - სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს უბედურება გავიარო, რაც გავიარე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მისი ბრალდების საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა საქართველოში „არგასაშვები მომენტია“.

„როგორც არასდროს, მომწიფდა ხალხის საყოველთაო გაერთიანება, წინსვლა და სიძლიერე. ჩვენ წავალთ გამარჯვებისკენ, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს არგასაშვები. ახლა არის ეს მომენტი; ახლა არის ეს ისტორიული გამოწვევა; ახლა არის ის, რისთვისაც ჩემი სიცოცხლე, ცხოვრება გადავდე. სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს უბედურება გავიარო, რაც გავიარე. მაგრამ ამას მეათეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს იმასთან შედარებით, რაც საქართველომ შეიძლება გაიაროს, თუ ყველა დროზე არ ვიმოქმედებთ. ღრმად მწამს ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის და გამარჯვების“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →