—

ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინულ ძალებს დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის

52
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინულ ძალებს დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ აშშ უკრაინულ ძალებს დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად დაზვერვის ინფორმაციას აწვდის.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, ოსტინს ჰკითხეს, აწვდიდა თუ არა შეერთებული შტატები სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინას, რათა დაეხმაროს თავდასხმების განხორციელებაში რუსული ძალების წინააღმდეგ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ან ოკუპირებულ ყირიმში.

,,დიახ, ჩვენ ვაძლევთ მათ ინფორმაციას, რომ ჩაატარონ ასეთი ოპერაციები დონბასში. ეს სიმართლეა“, - თქვა ოსტინმა სენატორის კითხვის პასუხად.

ოსტინს საკუთარ პასუხში ყირიმი არ უხსენებია.

CNN-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ აღიარა აშშ-ის როლი უკრაინის ოპერაციებში სადავო რეგიონში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →