—

კახა კალაძე - კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის - ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“

21
კახა კალაძე - კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის - ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“
მოსასმენად დააჭირეთ

კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის - ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა…

კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის - ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს, სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამ განცხადებით კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკას უპასუხა, რომელიც მან ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოთქვა.

კალაძის თქმით, ორივე - მოგება და წაგება ადამიანმა „კაცურად“ უნდა მიიღოს.

„ზოგადად ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ და მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ძალიან მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ ადამიანმა მოგება და წაგება - ორივე კაცურად უნდა მიიღო. მოიგებ, თუ წააგებ, ორივე კაცურად უნდა მიიღო, თუმცა მელიას არ ესმის ერთი რამ - როდესაც წააგებ, უნდა გეყოს კაცობა, უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულს, შენს კონკურენტს უნდა მიულოცო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობა და ღირსება მელიას ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიკვეთა და დადასტურდა. მაგალითად, ის, რომ ის დღეს ფორმალურ თავმჯდომარეს წარმოადგენს. სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია“ და რა თქმა უნდა, აქ რაიმე კაცობაზე და ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ასევე ერთი რამ - წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ.

ჩვენ ასევე, ვიხილეთ ბატონი მელია არჩევნებში აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ჩასული და სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას და ბათუმმა, აჭარამ მას შესაბამისი პასუხი გასცა და ეს დამოკიდებულება და ეს პასუხი, რომელიც მან აჭარაში მიიღო, არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც ფიქტიური თავმჯდომარე გახლავთ. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ,“ - განაცხადა კალაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →