—

შემოსავლების სამსახური - "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით 19 ერთეული \"KAMAZ\"-ის მარკის სატვირთო, არასამხედრო ავტომობილი შემოვიდა

32
შემოსავლების სამსახური - "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით 19 ერთეული \"KAMAZ\"-ის მარკის სატვირთო, არასამხედრო ავტომობილი შემოვიდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად, რუსეთიდან…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად, რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სომხეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი შემოვიდა.

ამით უწყება ეხმაურება ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ კადრებს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები რეგისტრაციაში გატარდა და დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით იქნა გაშვებული.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სგპ "ყაზბეგის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული "KAMAZ"-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →