—

კახა კალაძე - ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - სხვათა შორის, რომ არ დამავიწყდეს, კიდევ მინდა მათ არჩევნებში მორიგი მარცხი მივულოცო

36
კახა კალაძე - ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - სხვათა შორის, რომ არ დამავიწყდეს, კიდევ მინდა მათ არჩევნებში მორიგი მარცხი მივულოცო
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სხვათა შორის, რომ არ დამავიწყდეს, კიდევ მინდა მათ არჩევნებში მორიგი მარცხი მივულოცო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა…

ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სხვათა შორის, რომ არ დამავიწყდეს, კიდევ მინდა მათ არჩევნებში მორიგი მარცხი მივულოცო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ქვეყნის მტრები არიან და მათი მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ამაზრზენია.

"რასაც ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ და ცხადია, ეს ყველას არ ეხება, ამაზრზენია, სამწუხაროა. აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქვეყნის მტრები არიან და ჩვენ არა ერთი განცხადება, არა ერთი ქმედითი ნაბიჯები გვინახავს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუმცა, რაც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა გააკეთონ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე. საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ყველა პლატფორმაზე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იყოს უკრაინის მხარდაჭერა. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით და მომავალში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა კალაძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →