—

გარკვეული დასახელების სიგარეტი უკვე დეფიციტშია

29
გარკვეული დასახელების სიგარეტი უკვე დეფიციტშია
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო კვირების განმავლობაში თამბაქოზე ფასები გაიზარდა. მათ შორის, მომხმარებლების ცნობით, ზოგიერთ ჯიხურში 8-9 ლარიან გარკვეულ სიგარეტზე გასულ კვირას ფასი 13 ლარამდეც კი გაიზარდა, თუმცა ეს მხოლოდ მცირე პერიოდით იყო და…

ბოლო კვირების განმავლობაში თამბაქოზე ფასები გაიზარდა. მათ შორის, მომხმარებლების ცნობით, ზოგიერთ ჯიხურში 8-9 ლარიან გარკვეულ სიგარეტზე გასულ კვირას ფასი 13 ლარამდეც კი გაიზარდა, თუმცა ეს მხოლოდ მცირე პერიოდით იყო და მომდევნო დღეებში ფასი კვლავ შემცირდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეინიშნება გარკვეული დასახელების სიგარეტის დეფიციტი. აღნიშნული კი უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკავშირდება. რადგან სწორედ, უკრაინა იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი ამ თვალსაზრისით.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან 3 677 570 აშშ დოლარის სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან შემოვიდა, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2 583 640 აშშ დოლარით, მე-3 ადგილზე კი ირანია, საიდანაც იმპორტმა 1 839 250 აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 9 222 360 აშშ დოლარის სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან იმპორტი განხორციელდა.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →