—

ბუჩას მერი - ოკუპაციის პერიოდში რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქში 320 მშვიდობიანი პირი მოკლეს

21
ბუჩას მერი - ოკუპაციის პერიოდში რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქში 320 მშვიდობიანი პირი მოკლეს
მოსასმენად დააჭირეთ

ქალაქ ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა, BBC-ს განუცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპაციის პერიოდში ქალაქში 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ანატოლი ფედორუკის თქმით, ის პირადად შეესწრო რუსი სამხედროების მიერ ადამიანების სიკვდილით დასჯის ფაქტებს.

„რამდენიმე ეპიზოდი ვნახე. სამი სამოქალაქო მანქანა ევაკუაციას კიევისკენ ცდილობდა, ისინი სასტიკად დახვრიტეს. ვნახე ორსული ქალი, რომლის ქმარი ყვიროდა, სთხოვდა მათ, რომ არ ესროლათ მისთვის, მაგრამ მათ ორსული ქალი უბრალოდ სასტიკად დახვრიტეს,“ - განაცხადა ფედორუკმა.

ბუჩას მერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსული ძალები ოკუპაციის დროს ადგილობრივ პოლიტიკოსებზე ნადირობდნენ.

ფედორუკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც უარყო რუსი სამხედროების მიერ ომის დანაშაულების ჩადენის ბრალდებები, მოუწოდა, რომ „ჩასულიყო ქალაქ ბუჩაში, ენახა დაღუპულთა ცხედრები და თვალებში ჩაეხედა მათ ოჯახებისთვის - დედებისთვის, ქმრებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც დაობლდნენ.“

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →